"საქართველოს ბანკის" ფინანსური მხარდაჭერით, უძრავი ქონების ახალი ონლაინ პლატფორმა Area.ge ყველასათვის ხელმისაწვდომია. Area.ge-ის მიზანია, მომხმარებელს მიაწოდოს სრულყოფილი და მუდმივად განახლებადი ინფორმაცია საქართველოს ბაზარზე არსებული გასაყიდი თუ გასაქირავებელი უძრავი ქონების შესახებ.
როგორც "საქართველოს ბანკში" განმარტავენ, Area.ge სამშენებლო კომპანიებს აძლევს შესაძლებლობას, კიდევ უფრო ახლოს იყვნენ საკუთარ მომხმარებლებთან, შესთავაზონ მათ საინტერესო წინადადებები და განავითარონ საკუთარი ბიზნესი. ასევე, Area.ge საუკეთესო შესაძლებლობაა აგენტებისათვის (ე.წ. მაკლერებისთვის), რადგან ისინი მუდმივად იქნებიან ინფორმირებულნი უძრავი ქონების ბაზარზე არსებული ვითარებისა და ფასების შესახებ. რაც შეეხება მომხმარებელს, რომელიც დაინტერესებულია უძრავი ქონებით, შესაძლებლობა აქვს, სწორედ Area.ge-ზე იხილოს ინფორმაცია ისეთი უძრავი ქონების შესახებაც კი, რომელიც აქამდე ონლაინ რესურსებზე არ იყო ხელმისაწვდომი.
Area.ge-ზე მნიშვნელოვნად არის გამარტივებული უძრავი ქონების ძებნის, გაყიდვისა და გაქირავების პროცესი. პლატფორმის უპირატესობას წარმოადგენს დაზუსტებული, ხარისხიანი და სანდო ინფორმაცია, რაც ხელოვნური ინტელექტის სისტემებითა და განცხადებების პრაქტიკული მოდერაციით გახდა შესაძლებელი.
"საქართველოს ბანკის" გენერალურ დირექტორ არჩილ გაჩეჩილაძის შეფასებით, Area.ge არის ზუსტად ის ონლაინსივრცე, რომელიც უძრავი ქონების სფეროთი დაინტერესებული ნებისმიერი მხარის, იქნება ეს დეველოპერი, აგენტი თუ ფიზიკური პირი, ინტერესს დააკმაყოფილებს.
"საქართველოს ბანკი" მუდმივად ზრუნავს, რათა საკუთარ მომხმარებელს მათ საჭიროებაზე მორგებული პროდუქტები და სერვისები შესთავაზოს. ბანკი განაგრძობს ციფრული პლატფორმების განვითარების ფინანსურ მხარდაჭერას და მომხმარებლებისათვის კიდევ უფრო საინტერესო და უახლეს ტექნოლოგიებზე დაფუძნებული შესაძლებლობების შექმნას. Area.ge-მ მახდინა ისეთი პლატფორმის გაშვება, სადაც შესაძლებელია, რომ უძრავი ქონების ბაზრის ყველა მოთამაშემ იპოვოს მისთვის საინტერესო ბინა. ამასთან, მომხმარებელს შესაძლებლობა ეძლევა, თითოეულ შენაძენთან დაკავშირებით მიიღოს დაფინანსების სტრუქტურის შესახებ ინფორმაცია. პლატფორმა აღჭურვილია უახლოესი ტექნოლოგიებით. ძალიან გვეამაყება, რომ ჩვენი მხარდაჭერით მოხდა ასეთი კარგი პროექტის განხორციელება", - აღნიშნა არჩილ გაჩეჩილაძემ.
ამდენად, Area.ge ბაზარს სთავაზობს სრულიად ახალ სტანდარტს ვებგვერდის დიზაინის, ძებნის ნავიგაციისა და განცხადებების ნამდვილობის გადამოწმების კუთხით. პლატფორმაზე დაინერგა მომხმარებლის ქცევის შემსწავლელი სისტემები, რომლებიც მათ აძლევს შესაძლებლობას, განმეორებით ვიზიტებზე იხილონ მათთვის საინტერესო განცხადებები.
როგორც Area.ge-ის გენერალური დირექტორი ლევან კობახიძე განმარტავს, ყველა დაინტერესებული მხარისათვის ეს არის უნივერსალური ელექტრონული სივრცე, რომ მათ დაიკმაყოფილონ საკუთარი ინტერესი და მოახდინონ ნებისმიერი გარიგების განხორციელება უძრავ ქონებაში.
Area.ge უკვე თანამშრომლობს ბევრ მოთამაშესთან უძრავი ქონების ინდუსტრიაში, ეს არის 50-ზე მეტი სამშენებლო კომპანია, დაახლოებით ამდენივე სააგენტო, კერძო აგენტები და უძრავი ქონების მესაკუთრეები.
ლევან კობახიძის თქმით, Area.ge მომხმარებელს სთავაზობს სრულიად ახალ სტანდარტს, ქონების ძებნისა და განთავსების პროცესის სრულ ციკლს, რაც უპირველესად გამოიხატება პლატფორმის თანამედროვე და დახვეწილი დიზაინით, ასევე - მარტივი და მოსახერხებელი საძიებო სისტემის ფუნქციონალით.
"Area.ge-ს ერთ-ერთი უპირატესობაა, რომ ის არის ინდუსტრიის ყველა მოთამაშეზე გათვლილი, ეს არის კერძო აგენტი, სააგენტო, სამშენებლო კომპანია, კერძო მესაკუთრეები და შემფასებლებიც კი, აბსოლუტურად ყველა დაინტერესებული მხარისთვის ეს არის უნივერსალური ელექტრონული სივრცე, რომ მათ დაიკმაყოფილონ საკუთარი ინტერესი და მოახდინონ ნებისმიერი გარიგების განხორციელება უძრავ ქონებაში. ამ პლატფორმაზე რამდენიმე ძალიან საინტერესო განმასხვავებელი სერვისი დავნერგეთ. ერთ-ერთი მთავარია, რომ ხელოვნური ინტელექტისა და ჩვენი საოპერაციო გუნდის დახმარებით ვზრუნავთ განცხადების სისწორეზე, მათ ხარისხსა და ვიზუალურ სიმდიდრეზე, რათა კარგად შეძლოს მომხმარებელმა ვიზუალურად განცხადებებისა და უძრავი ქონების აღქმა.
მნიშვნელოვანია ასევე, რომ ჩვენ ვსწავლობთ მომხმარებლის ქცევას და ვთავაზობთ მათ ინტერესებზე მორგებულ უძრავ ქონებას. ჩვენ "საქართველოს ბანკთან" სტრატეგიული თანამშრომლობით შევძელით, დაგვენერგა ისეთი მექანიზმი, რომელიც ითვალისწინებს მომხმარებლის ფინანსურ შესაძლებლობებს, რის საფუძველზეც განსაზღვრავს იპოთეკური სესხის ლიმიტებს და კლიენტს, მისი შესაძლებლობიდან გამომდინარე, სთავაზობს ყველა ტიპის უძრავ ქონებას.
ჩვენთან უკვე არის 20 ათასამდე ხელმისაწვდომი განცხადება, ყოველდღიურად აქტიურად ვმუშაობთ, რომ სისტემატურად მოხდეს განცხადებების განახლება ჩვენს ვებგვერდზე. ამაზე ზრუნავს როგორც საოპერაციო გუნდი, ასევე ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია, თავად ატვირთოს საკუთარი უძრავი ქონება და ნახოს, თუ რამდენად კარგად და სწრაფად შეძლებს ამ ქონების რეალიზაციას ან სხვა ტიპის გარიგების განხორციელებას", - აღნიშნა ლევან კობახიძემ.
მისი შეფასებით, ახალი ციფრული პლატფორმა სრულად პასუხობს მომხმარებლის ნებისმიერ მოთხოვნას, რაც მათ უკეთესი გადაწყვეტილების მიღებასა და თავისი ფკუფ-ს პოვნაში დაეხმარება.
(ბიზნესპრესი)