რეზონანსი
27.03.2019

გორის სასამართლოში სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაურის სასჯელის ზომის გმოცხადების შემდეგ მალხაზ კობაურის დედა და დეიდა ცუდად გახდნენ. კობაურის დეიდა გონებადაკარგული საკაცით სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, ხოლო დედა ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანაზე უარს აცხადებდა, თუმცა მისი გადაყვანაც გახდა საჭირო.

​სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულს, მალხაზ კობაურს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს. სასჯელის ზომა რამდენიმე წუთის წინ, გორის რაიონულ სასამართლოში გამოცხადდა.

 მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაური წარმოშობით ახალგორის რაიონიდან არის. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მისი ოჯახი მცხეთის მუნიციპალიტეტში ცხოვრობს. ხადის ხეობაში მწყემსი იყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×