რეზონანსი
27.03.2019

 (რეზონანსი) 4-წლიანი პაუზის შემდეგ ბათუმში დრამატული თეატრის რეაბილიტირებული შენობა დავით კლდიაშვილის ნაწარმოებების მიხედვით დადგმული სპექტაკლით საზეიმოდ გაიხსნა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერმინისტრი და პრეზიდენტი, ასევე დეპუტატები დაესწრნენ.

სპექტაკლის დასასრულს დარბაზში ძველი ბათუმის დასაცავად გაერთიანებულმა სამოქალაქო აქტივისტებმა საპროტესტო ფლაერები გადაყარეს. ფლაერებზე ეწერა, რომ ძველი ბათუმი საფრთხეშია.

ფლაერების გადმოყრას გამოეხმაურა სპექტაკლზე მყოფი მარიამ ჯაში:

"ჩვენ ვიხილეთ ძალიან საინტერესო საპროტესტო აქცია, სპექტაკლის დასრულების შემდგომ. ბათუმი აგრძელებს ინოვაციურ მიდგომებს სიტყვის თავისუფლების თვალსაზრისით, ყველა მოქალაქის მოსაზრებაა გასათავლისწინებელი", - თქვა მარიამ ჯაშმა.

ბათუმელების სამოქალაქო გაერთიანება „დაიცავი ძველი ბათუმი" ხშირად მართავს საპროტესტო აქციებს და ადგილობრივი ხელისუფლებისგან ქალაქის იერსახის შენარჩუნებას ითხოვს. ისინი ასევე აპროტესტებენ ძველი ბათუმის ტერიტორიაზე ისტორიული სახლების ნგრევის შესახებ გაცემულ ნებართვებს. ერთ-ერთ ასეთ ნებართვაზე მათ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს ღია წერილითაც მიმართეს. მაშინ რიჟვაძემ გაერთიანების წევრებს ასე უპასუხა: "ჩვენ ვმოქმედებთ ძალიან მარტივი პრინციპით - ძაღლი ჰყეფს ქარავანი მიდის და არ ვაპირებთ ამ ტიპის შემოტევების შედეგად გადაწყვეტილებები შევცვალოთ. ყველა გადაწყვეტილება იქნება კანონის შესაბამისი ამ ქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე", - განაცხადა მაშინ თორნიკე რიჟვაძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×