რეზონანსი
28.03.2019

 მცხეთაში, ჯვრის მონასტრის ისტორიული ძეგლის ერთ-ერთ კედელზე თურქული, არაბული და ლათინური წარწერებია, ხოლო ფილები კი - ამოტეხილი. ინფორმაციას ამის შესახებ მოქალაქე ნინო ანდრიასოვა სოციალურ ქსელში ავრცელებს. მისივე განცხადებით, ჯვრის მონასტრის ერთ-ერთი კედელი საკმაოდ სავალალო მდგომარეობაში იმყოფება.

"გუშინ ჯვრის მონასტერში მოსალოცად ვიყავით წასულები. ძალიან მინდოდა ჯვრის მონასტრის მონახულება. მონასტრის დაზიანებულ კედელზე თურქულ და არაბულ ენებზე რამდენიმე წარწერა შევამჩნიე. არ ვიცი, რას ნიშნავს სიტყვა X.AZIZ.

ფოტოებიც კი გადავუღე. ასე არ შეიძლება, ძალიან გულსატკენია, როდესაც ხედავ, რომ ისტორიულ ძეგლს პატივს არ სცემენ. სხვათაშორის, ჯვრის მონასტრის შემდეგ ქუთაისში, ბაგრატის ტაძარში წავედით. სახარბიელო მდგომარეობა არც იქ იყო. ერთ-ერთ კედელზე ქართული სიტყვები ეწერა. ტაძრის ეზოში კი სიგარეტის "ბიჩოკები", ნაგავი და პლასტმასის ჭიქები ეყარა. ჩვენ თუ არ მივხედეთ ჩვენს ძეგლებს, სხვა არავინ იზამს ამას", - განაცხადა ანდრიასოვამ "კვირასთან" საუბრისას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×