რეზონანსი
28.03.2019

 შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრმა გორის მკვიდრს, სოციალურად დაუცველ მ.კ. – ს ზედმეტად ჩარიცხული 10 ლარის უკან დაბრუნების გამო სასამართლოში უჩივლა. მ.კ. სოციალური მომსახურების სააგენტოსგან ყოველთვე იღებდა დახმარებას 10 ლარის ოდენობით.

​სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის საჩივრის მიხედვით, მ.კ.-ს ოჯახის ორ წევრს დაუფიქსირდა ლეგალური შემოსავალი, რასაც მოჰყვა ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება. ცენტრში აღნიშნეს, რომ მ.კ.-ის ოჯახმა ამის შესახებ უწყებას არ აცნობა.

იმ დროისთვის კი, როდესაც მ.კ. -ს ოჯახის წევრებს შემოსავალი დაუფიქსირდათ, სოციალური მომსახურების სააგენტოს მისთვის 10 ლარი უკვე ჩარიცხული ჰქონდა. შესაბამისად, უწყებამ თანხის უკან დაბრუნება მოითხოვა.

მოსამართლე ნინო გერგაულმა დააკმაყოფილა სოციალური მომსახურების ცენტრის საჩივარი და მ.კ.-ს დააკისრა 10 ლარის გადახდა ბიუჯეტის სასარგებლოდ.

რადიო მოზაიკა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×