რეზონანსი
28.03.2019

 თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ გა­ი­ზი­ა­რა პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ წარ­დგე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი და გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის და ძარ­ცვის ფაქ­ტზე ბრალ­დე­ბულ დ.ც. დამ­ნა­შა­ვედ ცნო.  მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით დად­გინ­და, რომ 2018 წლის 30 ივ­ლისს, დ.ც.-ს, სა­კუ­თა­რი მარ­თვის ქვეშ მყო­ფი ტაქ­სით ქ.თბი­ლის­ში, და­ახ­ლო­ე­ბით 03:30 სა­ათ­ზე, მგზავ­რი - გ.ლ. გა­დაჰ­ყავ­და. დ.ც.-მ ავ­ტო­მან­ქა­ნა გზის სა­ვალ ნა­წილ­ზე გა­ა­ჩე­რა და ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით, ცე­მი­თა და მუ­ქა­რით გ.ლ. გა­ა­უ­პა­ტი­უ­რა. და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის შემ­დეგ კი დ.ც.-მ და­ზა­რა­ლე­ბულს, რო­მე­ლიც ავ­ტო­მან­ქა­ნი­დან თა­ვი­სი ხელ­ჩან­თის აღე­ბას ცდი­ლობ­და, სა­ხის არე­ში ხელი და­არ­ტყა, რის შე­დე­გა­დაც გ.ლ. წა­იქ­ცა და ბორ­დი­ურს თავი და­არ­ტყა. დ.ც.-მ კი ავ­ტო­მან­ქა­ნით შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი და­ტო­ვა და გ.ლ.-ს კუთ­ვნი­ლი ხელ­ჩან­თა მას­ში მო­თავ­სე­ბუ­ლი ნივ­თე­ბით წა­ი­ღო.

„სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა დ.ც. 2018 წლის 31 ივ­ლისს თბი­ლის­ში და­ა­კა­ვეს. თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ დ.ც. დამ­ნა­შა­ვედ ცნო წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბა­ში და სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 8 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა გა­ნუ­სა­ზღვრა“ , - აღ­ნიშ­ნუ­ლია პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×