რეზონანსი
28.03.2019

 „თუ ტაქსისთვის თეთრი ფერი მნიშვნელოვანი იყო მაშინ B კატეგორიას რატომ არ მოეთხოვება თეთრად გადაღებვა, რის მიხედვით ან რას ეყრდნობა ეს რეგულაცია"

ასე ეხმაურება გუშინ ტაქსის მძღოლების მიერ რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციას, არასამთავრობო ორგანიზაცია "ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის" თავმჯდომარე დავით მესხიშვილი „რეზონანსთან" საუბრისას.

"რეზონანსი": როგორ ფიქრობთ, რას შეიძლება დავუკავშიროთ ტაქსების თეთრად გადაღებვის რეგულაცია?

დავით მესხიშვილი : ყველაფერთან ერთად ეს ბიზნესთან არის დაკავშირებული, მძღოლების ისეთი ძვირიანი ვალდებულება - როგორიც არის ავტომობილის გადაღებვა,რომელიც შეიძლება დაჯდეს 700, 800 ლარი და მეტიც, უთხრეს, რომ მართალია ძვირია გადაღებვა, მაგრამ კომპანია გადაგიღებავს და რეკლამას განათავსებს, მგონია რომ ბიზნესებთან არის დაკავშირებული.

"რეზონანსი": თქვენ რამდენად სწორად მიგაჩნიათ ეს რეფორმა?

დავით მესხიშვილი: ამ რეფორმის მხარდამჭერები ჩვენ არ ვართ, იმიტომ, რომ საზოგადოებაში სინამდვილეში იყო საერთოდ სხვა მოთხოვნები, აქცენტები იყო გადატანილი ტრანპორტის უსაფრთხოებაზე,მძღოლის მართვის უნარიანობაზე და ჰიგიენის დაცვაზე ტაქსიში, კვლევებიც კი არ ჩაატარეს და ამ რეფორმაზე მუშაობა დაიწყეს ჭორებზე დაყრდნობით, რომ ვიღაცა იტყოდა გაზის სუნი დგას ან ტაქსის მძღოლმა რომელიღაცა ქუჩას ვერ მიაგნო და რეფორმაა საჭირო. ასე დაიწყო ეს რეფორმა.

"რეზონანსი": რას გამოიწვევს მძღოლებში ეს რეგულაცია?

დ.მ: ტაქსის მძღოლებს, რომლებიც არიან ჯერ კიდევ თვით დასაქმებულები, მიიყვანს იმ მდგომარეობამდე, რომ იტყვიან - "ჩვენ ეს საქმე აღარ გვინდა" .ან "ჩვენ ამ საქმეს ვეღარ გავაკეთებთ" იმიტომ, რომ დღეს ტაქსის მძღოლს ისედაც აქვს უამრავი ხარჯი, ორჯერ ტექდათვალიერება ,ამისათვის ავტომობილის მოწესრიგება, ეს რეგულაცია გამოიწვევს თვითდასაქმებული ტაქსების მასიდან გასვლას და ძლიერი კომპანიების შემოსვლას, რაც სოციალურ პრობლემებს გამოიწვევს და ამ სიმწვავეს კიდევ უფრო რთულ სტადიაში გადაიყვანს.;

მოთხოვნები იმდენად ხშირია, აზრს დაკარგავს თვითდასაქმებულისთვის, იმიტომ, რომ ბევრი ხარჯია და ვინ დაძლევს ამას? რა თქმა უნდა, დაძლევენ კომპანიები, რომლებსაც შეუძლიათ ინვესტიცია განახორციელონ,

ასეთი ზეწოლა გამოიწვევს რამდენიმე კომპანიის გაძლიერებას და თვითდასაქმებული ადამიანების მასიდან გასვლას.

 

თამთა ჩაჩანიძე

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×