რეზონანსი
28.03.2019

 (რეზონანსი) უფლებადამცველი ნიკოლოზ მჟავანაძე სოციალურ ქსელში წერს:

„რამდენიმე დღის წინ ირანელმა მომღერალმა, ირანელებით გადაჭედილ ფილარმონიის დარბაზში, უდიდესი შეურაცხყოფა მიაყენა საქართველოს. ვერც კი გავიმეორებ იმ სიტყვებს. მოღალატე ხელისუფლებავ, თუკი 24 საათში არ აგებინებ პასუხს ამ მომღერალს, შენი დღეები დათვლილია - პრემიერიდან დაწყებული მისი უფროსით დამთავრებული. თქვე ქათმებო, ჩაუშესკოს ბედი მოსანატრი დაგრჩებათ. სტატუსის ქვეშ ნახეთ ეს საზიზღრობა".

შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელში ვიდეორგოლი გავრცელდა, სადაც ერთ-ერთი ირანელი მომღერლის კონცერტის კადრებია ასახული. ვიდეოს ამტვირთავის თქმით, ფილარმონიაში ირანელი მომღერლის დახურული კონცერტი ჩატარდა ირანელებისთვის, სადაც მან ქართველებს შეურაცხყოფა მიაყენა. „ქართველებმა რა @ლე უნდა მომჭამონ", - ამბობს მომღერალი თავის მიმართვაში.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×