რეზონანსი
28.03.2019

 (რეზონანსი) ყვითელმა სამარშრუტო ტაქსებმა შესაძლოა, ცენტრალურ ქუჩებზე აღარ იარონ. თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, ყვითელი მიკროავტობუსები სავარაუდოდ, შიდასაუბნო ტერიტორიაზე გადაინაცვლებენ. ხმალაძის თქმით, პროექტზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.

"აუცილებლად გადაიხედება შესაბამისი კონტრაქტი, რადგან ვსაუბრობთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელის განახლებაზე და ეს არის გარდაუვალი პროცესი. ეს პროცესი საკმაოდ მნიშვნელოვან ფაზაშია. უახლოეს პერიოდში მოწოდებული იქნება საბოლოო ანგარიში მუნიციპალური ტრანსპორტის განახლებულ ქსელთან დაკავშირებით და ეს რა თქმა უნდა, შეეხება ყვითელ მიკროავტობუსებსაც. ყვითელი მიკროავტობუსების ქსელის მოწესრიგება მოხდება ანუ ის გახდება ძირითად სატრანსპორტო საშუალებებთან დამაკავშირებელი და ცენტრალური ქუჩებიდან სავარაუდოდ, გადავა შიდა საუბნო არეალებში," - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

 

"ინტერპრესნიუსი"

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×