„ამ ეტაპზე გაფიცვა გრძელდება, ჩვენი მოთხოვნების 22-ი პუნქტიდან 6 პუნქტამდე ჩამოვედით”
ელზა პაპოშვილი
28.03.2019

 დიალოგი არ შედგა, სოციალური მუშაკების პროტესტი გაგრძელდება - ეს გადაწყვეტილება მუშაკებმა ჯანდაცვის მინისტრთან დავით სერგეენკოსთან შეხვედრის დასრულების შემდეგ მიიღეს. ისინი რამდენიმე დღეში სამინისტროსგან შუალედურ გადაწყვეტილებას ელიან, რომელიც ორივე მხარისთვსი მისაღები იქნება, ამის შემდეგ კი აქციებს შეწყვეტავენ. სოციალური მუშაკები აცხადებენ, რომ მისნისტრის გეგმაში ხელფასების ზრდა არ შედის და მათ მოლაპარკების დროს ნაწილობრივ შეთანხმებას მიაღწიეს.

ეს კი არ არის საკმარისი იმისთვის, რომ მათი პრობლემები მოგვარდეს. სოციალური მუშაკები აცხადებენ, რომ ასევე, ამ შეთანხმებული პუნქტების დაუყოვნებლივ შესრულება უნდა მოხდეს და მინისტრისგან ელიან დოკუმენტს, სადაც ახსნილი უნდა იყოს რა ვადებში მოხდება მათი შეთენახმებული პუნქტების შესრულება.

მინისტრი მათ დაჰპირდა, რომ მოხდება კადრების 50 ადამიანამდე გაზრდა, ასევე მოგვარდება ფსიქოლოგის, იურისტის, ტრასპორტის პრობლემა და მათ ადმინისტრაციული ვალდებულებები მოეხსნებათ.

სოციალური მუშაკების პრობლემები კი ასე გამოიყურება: მათ აქვთ ბევრი საქმე და ნაკლები თანამშრომელი ჰყავთ. ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტო საქართველოში 68 ტერიტორიულ ერთეულს მოიცავს. სოციალური მომსახურების სააგენტო შრომით ბაზარზე სოციალურ მუშაკთა ყველაზე დიდი დამსაქმებელია. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სოციალური მუშაკის ხელფასი საშემოსავლო გადასახადის გამოკლებით თბილისში 680 ლარია, უფროსი სოციალური მუშაკის კი - 800 ლარი.

ქვეყნის მასშტაბით სააგენტოში სულ დასაქმებულია 239 სოციალური მუშაკი, მათგან 68 თბილისში. თუმცა როგორც სააგენტოში ამბობენ, დასაქმებულთა სტატისტიკა მუდმივად იცვლება, რადგან ხშირია კადრების გადინება. საქართველოს მასშტაბით ჰყავთ 11 ფსიქოლოგი, აქედან მხოლოდ ერთი თბილისს. ამიტომ ხშირია შემთხვევა, როდესაც ძალადობის მსხვერპლი ბავშვი ფსიქოლოგთან შეხვედრას 7 თვე ელოდება. ასევე ერთ სოციალურ მუსაკს შესაძლოა 150-მდე ბენეფიციალი ჰყავდეს მიბარებული.

ამ ყველაფერს კი ხელფასზე მიბმული ტრანსპორტირების ხარჯი ემატება. სოციალურ მუშაკს ხშირად უწევს გადაადგილება. კვირაში ერთხელ უნდა მოინახულოს ბავშვი, რომელიც მინდობით აღზრდაშია, ასევე ბავშვები რეინტეგრაციაში. სოციალურ მუშაკს ასევე ხშირად უწევს ტრანსპორტირება შეფასებების ეტაპზე, სკოლაში ვიზიტის, მონიტორინგის, არაგეგმური გამოძახებისას და ა.შ.

მათ ხელფასში კი შედის ტრანსპორტირების ხარჯიც. ზეგანაკვეთური შრომა კი ანაზღაურებადი არ არის, იმის მიუხედავად, რომ სოციალურ მუშაკებს ხშირად შაბათ-კვირასაც უწევთ მუშაობა და არასამუშაო საათებშიც. სააგენტო სოციალურ მუშაკებს სამივლინებო ხარჯს უნაზღაურებს. თბილისში დასაქმებულებს თბილისის მერია სამგზავრო ბარათებით უზრუნველყოფს.

სოციალური მუშაკის მარიამ ბანძელას განცხადებით, გაფიცვა გრძელდება და ისინი სამინისტროსგან ითხოვენ, რომ დაუყოვნებლივ მოხდეს ინფორმაციის მიწოდება რა ვადებში მოხდება მათთვის იმ მოვალეობების მოხსნა, რომელიც მათ არ ევალებოდათ და მაინც ასრულებდნენ.

მაგალითად, ბანძელი ამბობს, რომ ეს არის ადმინისტრაციული მოვალეობები, რომელიც წესით მათ არ ეხებათ. ისინი სამინისტროსგან ამ დოკუმენტს ელიან, რომელსაც თვითოეულ მუშაკთან განიხილავენ და საბოლოო გადაწყვეტილებას მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებენ.

„განვიხილეთ კონკრეტული მუხლები და კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით ნაწილობრივ შეთანხმებას მივაღწიეთ, მაგალითად, როგორიც არის კადრების დამატების საკითხი და მინისტრი ამას სამთავრობო სხდომაზე გაიტანს.

"თუმცა, ჩვენს მოთხოვნებში არის რამდენიმე პუნქტი, რაც მინისტრის გეგმას არ პასუხობს. მაგალითად, ხელფასების ზრდა, როგორც ამ შეხვედრაზე გვითხრეს ეს საკითხი ჯერჯერობით არ განიხილება. შესაბამისად, ჩვენ ველოდებით შუალედურ შეთანხმებას, რომელიც სამინისტრომ უნდა მოგვაწოდოს და გვითხრას რა გონივრულ ვადებს გვთავაზობს ამ პირობების შესასრულებლად.

„ამ ეტაპზე გაფიცვა გრძელდება და ჩვენ ისევ გაფიცვის რეჟიმში ვართ. ჩვენი მოთხოვნების 22-ი პუნქტიდან 6 პუნქტამდე ჩამოვედით. ეს პუნქტები ძირითადად ბენეფიციალების და სოციალური მუშაკების საჭიროებებზეა მიმართული. პირველი რაც შეხდებრაზე განვიხილეთ იყო ის, რომ მოხდება ადმინისტრაციული ვალდებულებების ჩვენთვის ჩამოშორება. ასევე, მოგვარდება ტრასპორტის, ფსიქოლოგის და იურისტი პრობლემა.

"აუცილებლად მოვითხოვთ ხელფასების ზრდის კონკრეტულ მითითებებს და ამასაც დაველოდებით. აუცილებელია სოციალური მუშაკებისთვის ახალი კადრების დამატება რადგანაც ისევ 150 საქმის კეთებით ვერ დავბუნდებით. ჩვენ ვითხოვთ, რომ 50 მუშაკის დამატება მოხდეს, რაზეც მივიღეთ თანხმობა, თუმცა, პლუს 20 ადამიანი კიდევ უნდა დაემატოს, რომელიც სპეციალურად გადამზადდება და ისინი უშუალოდ საპროცესო მოვალეობებს შეითავსებენ", - აცხადებს სოციალური მუშაკი მარიამ ბანძელა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ კი მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო 4-პუნქტიანი გეგმით სთავაზობს სოცმუშაკებს პრობლემების მოგვარებას. სერგეენკო იმედოვნებს, რომ შეხვედრის შემდეგ გაფიცვა დასრულდება სოციალური მუშაკები დაუბრუნდებიან სამუშაო ადგილს.

"ვფიქრობ, რომ გაფიცვა დასრულდება, საბოლოო შეთანხმება არის ასეთი, რომ უკლებლივ ყველა პუნქტი განვიხილეთ, გავაანალიზეთ. საბოლოოდ, მათი პოზიცია იყო, რომ ამას, რაც ჩვენ შეთანხმებას მივაღწიეთ, უკვე ფორმალიზებულად, დოკუმენტის სახით გააცნობენ სხვა სოციალურ მუშაკებს, მოისმენენ მათ მოსაზრებას და ამის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას გაფცვის შეწყევეტაზე... ვფიქრობ, რომ ხვალიდან გაფიცვა შეწყდება," - ამბობს დავით სერგეენკო.

მინისტრი ამბობს, რომ რჩება საკითხები, რომელთა შესრულებაც ფიზიკურად შეუძლებელია. ხელფასების მომატებასთან დაკავშირებით საუბრისას მინისტრმა აღნიშნა, რომ ანაზღაურების გაზრდა მხოლოდ 2020 წლიდან მოხდება.

სერგეენკო ასევე ამბობს, რომ პირველ ეტაპზე გამოცხადდება ვაკანსია 50 ახალი სოცმუშაკის თანამდებობაზე, თუმცა, ეს ციფრიც არ არის დამაკმაყოფილებელი გაფიცულებისთვის, რადგან ისინი 70 კადრის დამატებას ითხოვენ.

საერთაშორისო ნორმით, 10 ათას მოსახლეზე ერთი სოციალური მუშაკი ან, საუკეთესო შემთხვევაში, 5 ათას მოსახლეზე ერთი სოციალური მუშაკი უნდა მუშაობდეს. საქართველოში კი, საქსტატის მონაცემების გათვალისწინებით, ერთ სოციალურ მუშაკზე 15 557 მოსახლე მოდის.

დეპუტატი და „ოცნების" ყოფილი წევრი ბექა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ ეს ადამიანები ელემენტარულად საბაზისო პირობების დაკმაყოფილებას ითხოვენ, რათა თავისი სამუშაო შესრულონ და ამისთვის სამუსაო პირობები ჰქონდეთ. ხოლო მინისტრისგან უბრალოდ დაპირებების გაკეთება წარმოუდგენელია.

მისი აზრით, ნებისმიერ შეთანხმებას იურდიული ძალა უნდა ჰქოდეს და თუ ის არ შესრულდება პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. დეპუტატი ამბობს, რომ სოციალურ მუშაკებს ხისტი პოზიცია არა აქვთ. ისინი მხოლოდ ისეთ პირობებს ითხოვენ, რომ მოემსახურონ ოჯახებს და მათი პრობლემები მოაგვარონ.

„ჩვენ სოციალური პოლიტიკის არსი არ გვაქვს გააზრებული. მინისტრის რამდენიმე განცხადება იყო, რომ ხელფასების ზრდა წარმოუდგენელია და მათი ჩანაცვლება შესაძლებელია.

"ყველა მინდა დავარწმუნო, რომ ამ ადამიანების მუშაობას 20 წლიანი სტაჟი სჭირდება. მათ უნივერსიტეტები აქვთ დამთავრებული და სპეციფიური განათლება აქვთ მიღებული. ასევე დეტალურად იცნობენ ყველა ბენეფიციალის პრობლემებს.

"ჩანაცვლება ასე ადვილად შეუძლებელი იქნება. ამიტომაც ველით, რომ მოხდება უფრო გონივრული გადაწყვეტილების მიღება და ამ სფეროში ერთხელ და სამუდამოდ ეს პრობლემა მოგვარდება",-აცახდებს ბექა ნაცვლიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×