"თუ მეტ ყურადღებას დაუთმობს სახელმწიფო მოწყალების მთხოვნელ უფროსებთან ერთად მყოფი ბავშვების საკითხს, ეგ იქნებოდა ძალიან საყურადღებო" - ასე ეხმიანება უფლებადამცველი ლია მუხაშავრია სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას ბოშათა საზოგადოებაში ონტეგრაციის ინიციატივას.
"ვეთანხმები სახალხო დამცველს ამ შეფასებაში იმიტომ, რომ ის აკეთებს მონიტორინგს უფლებათა კუთხით და ალბათ მან ამის თაობაზე განცხადება გააკეთა მას შემდეგ, რაც შესწავლილი ჰქონდა საკითხი." აცხადებს მუხაშავრია
მუხაშავრიას თქმით თუ სახელმწიფო მეტ ყურადრებას დაუთმობს მოწყალების მთხოვნელ უფროსებთან ერთად მყოფ ბავშვების საკითხს, იქნებოდა ძალიან კარგი
"არავინ არ აქცევს ყურადრებას ბავშვებს, რომლებიც რატომღაც ძალიან მშვიდად არიან და ძალიან მშვიდად სძინავთ ხმაურიან ქუჩებში, რაც არარის ნორმალური და საფიქრალია, რომ რაღაცა მედიკამენტებს იყენებენ, რომ ეს ბავშვები მძინარე მდგომარეობაში ამყოფონ არც პოლიცია, არც სახელმწიფოს არანაირი წარმომადგენლობა ამაზე აქცენტს არ აკეთებს. უფრო მეტიც, ბავშვები დაყრილები არიან ქუჩაში და პირდაპირ ასფალტზე ან მიწაზე სხედან ან წვანან" - აცხადებს უფლებადამცველი
მისივე აზრით, შესაბამისი ორგანოები ამისათვის მომზადებულები არ არიან, მომზადებულები, არ აქვთ შესაბამისი კანონი და ყველაფერ ამაზე თვალს ხუჭავენ.
"ერთხელ, რომ ჩაერიოს სახელმწიფო და ასეთ ადამიანს, რომელიც ბავშვს ამყოფებს მისთვის შეუფერებელ გარემოში და მისთვის შეუფერებელ პირობებში, ამას მოყვება შედეგი ან შეეშინდებათ ან მოერიდებათ იგივეს გაკეთება" - აცხადებს მუხაშავრია
ადვოკატისავე შეფასებით თბილისში ბოშა ხალხი მიუხედავად იმისა, რომ დედაქალაქში ცხოვრობენ, დანარჩენ ხალხთან არ არიან ინტეგრირებული. განათლების საკითხში ძალიან ცუდად აქვთ საქმე, უმაღლესი განათლება მათგან ძალიან ცოტას აქვს, დაწყებითი განათლებით შემოიფარგლებიან და უმეტეს შემთხვევაში სკოლებში არ დადიან ბავშვები, რადგან სწავლის გარდა სხვადასხვა არასასურველი საქმიანობით არიან დეაკავებულები და სახელმწიფოს მხრიდან ამ ადამიანების უფლებების დაცვაზე მუშაობა იქნება შედეგის მომცემი.
ავტორი: თამთა ჩაჩანიძე