რეზონანსი
29.03.2019

 (რეზონანსი) „ის ვინც ამას ორკესტრირებულად აკეთებს აუცილებლად თავად ამ ყველაფრის მსხვერპლი გახდება" - ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატი ნინო წილოსანი პოლიტიკოსების სახლების ბოლოდროინდელ ქურდობებს ეხმაურება და ფეისბუქზე განცხადებას ავრცელებს:

„მიუხედავად იმისა ვის რამდენად გსიამოვნებთ პოლიტიკოსების სახლების ქურდობები მარტივ ლოგიკა/კეთილგონიერებას მაინც მიმართეთ - ამ ყველაფრის წახალისებით მალე თქვენთანაც მოვლენ და ის ვინს ამას ორკესტრირებულად აკეთებს აუცილებლად თავად ამ ყველაფრის მსხვერპლი გახდება, ოდესღაც. დანარჩენი სამართალდამცავების საქმეა", - ნათქვამია განცხადებაში.

დეპუტატის განცხადებას თან ახლავს ფოტოსურათი, რომელშიც ფეისბუქის ერთ-ერთი მომხმარებლის მოწოდებაა ასახული, ჰეშთეგით - #გაქურდეთანამდებობისპირისსახლი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×