რეზონანსი
29.03.2019

 (რეზონანსი) სპეცოპერაცია თბილისში - დაკავებულია ე.წ. გლდანის ციხის თამაშრომელი. ინფორმაციას ამის შესახებ „კურიერი" ავრცელებს.

საქმე ეხება საპყრობილეში პატიმრებისთვის მობილური ტელეფონების შეტანის ფაქტს. დაკავება ორი კვირის წინ მოხდა, მაგრამ ამის შესახებ დღეს გახდა ცნობილი.

სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მსჯავრდებულისათვის აკრძალული საგნის - მობილური ტელეფონის - გადაცემისა და პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულის მიერ აკრძალული საგნის შენახვის ფაქტზე გამოძიება, 2019 წლის 22 თებერვლიდან მიმდინარეობს.#8 პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელი გ.ჩ. კი იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ 13 მარტს დააკავა.

სასამართლომ დაკავებულს 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. არსებული ინფორმაციით, სასამართლო პროცესი 15 მარტს გაიმართა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×