ქალბატონი, რომელიც ხონის ფსიქიატრიული საავადმყოფოდან ქუთაისის საავადმყოფოში მძიმე ტრამვებით გადაიყვანეს, რამდენიმე წუთის წინ გარდაიცვალა.
მომხდარზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით დაიწყო.
ოჯახის წევრები ხონის ფსიქიატრიულ საავადმყოფოს ადანაშაულებენ.
"ჩემი და არის ნაცემი, ნაწამები, ყურმოგლეჯილი. ამას ასე არ დავტოვებთ", - ამბობს პაციენტის და ნინო ბიგვავა.
როგორც ხონის ფსიქიატრიული საავადმყოფოში "პრაიმტაიმს" განუცხადეს, პაციენტი ფსიქიატრიულ კლინიკაში მოთავსებული იყო მძიმე ფსიქიკური და ფიზიკური დაავადებების გამო. მას სემენციურ- ეპილეფსიური დემენცია ქონდა, უვითარდებოდა სხვადასხვა სახის გულყრები და ამ გულყრების დროს მიიღო დაზიანებები, რაც აღენიშნება მის სხეულს.