დაგროვებით საპენსიო რეფორმას საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა უნდობლად უყურებს. საზოგადოებას არ სჯერა იმის, რაშიც ხელისუფლება არწმუნებს. რა ხარვეზები აქვს აღნიშნულ რეფორმას და რატომ ვერ მოიპოვა საზოგადოების ნდობა? საბანკო სფეროს ექსპერტი ლია ელიავა ამბობს, რომ
თანხები დაკარგვის რისკი დიდია.
"სამწუხაროდ, ასეა. რისკი დიდია. მით უფრო, რომ საქართველო არ არის ავტორიტეტული ქვეყანა საერთაშორისო ასპარეზზე და მის მიმართ აგდებული დამოკიდებულება კერძო ფირმების მიერ ნამდვილად არ არის გამორიცხული. ამიტომ, სამომავლოდ რაღაცა არსებითი თანხის აკუმულირების პერსპექტივა, ფაქტობრივად, არის ნულოვანი.
უკვე აკუმულირებული თანხა, 100 მილიონზე მეტი, განთავსებულია კომერციულ ბანკებში დეპოზიტებზე. ყველაზე დიდი დაინტერესება ამ თანხების აკუმულირებაში გააჩნიათ კომერციულ ბანკებს. განსაკუთრებით ორ ბანკს მათგანს, რომლებსაც გააჩნიათ ფასიანი ქაღალდების მართვის გამოცდილება.
მათი მხრიდან ამ ფულის ხელში ჩაგდების და საზღვარგარეთ გატანის ინტერესი დიდია. იქ უკვე სად დააბანდებენ, როგორ დაატრიალებენ, ამის გაკონტროლება შეუძლებელია. ამიტომ არსებობს დიდი ალბათობა იმისა, რომ ამ თანხების მეტი წილი დაიკარგოს.
მერე გამოვა მთავრობა და გვეტყვის, უკაცრავად, მაგრამ ფასიან ქაღალდებში დაბანდება რისკფაქტორებთან არის დაკავშირებული და ამიტომ დავკარგეთ ეს თანხებიო" - აღნიშნა "ახალ თაობასთან" ელიავამ.