რეზონანსი
30.03.2019

 თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა. დაშავებულთა შორის ორი მცირეწლოვანი ბავშვია. მამა და 4 და 5 წლის და-ძმა სასწრაფო დახმარების ჯგუფმა სამედიცინო ქსელ ,,გორმედის“ ცენტრალურ კლინიკაში გადაიყვანა.

"გორმედის" ექიმის, დავით გასიტაშვილის თქმით, ორივე ბავშვს თავის ტრავმა აღენიშნება. "მამაკაცი ტვინის შერყევით შემოიყვანეს კლინიკაში, რაც შეეხებათ ბავშვებს, ორივე მათგანს თავის ტრავმა აღენიშნებოდა. ჩაუტარდათ შესაბამისი კვლევები, გაეწიათ ყველა სახის პირველადი დახმარება და კატასტროფული მედიცინის ჯგუფების მიერ გადაყვანილები არიან თბილისში, სპეციალიზებულ კლინიკაში", - განაცხადა ,,ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას დავით გასიტაშვილმა. მომხდარ ფაქტზე გამოძიებას საპატრულო პოლიცია აწარმოებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×