რეზონანსი
30.03.2019

 (რეზონანსი) ქართველი პიანისტი ბექა გოჩიაშვილი სტენლი კლარკის ბენდთან ერთად, რუსეთში დაგეგმილ კონცერტებში მონაწილეობას არ მიიღებს.

ამის შესახებ პიანისტი სოციალურ ქსელში წერს - "2019 წლის გაზაფხულის ტურნე. მე დავუკრავ ყველა ქალაქში, მოსკოვისა და სანკტ-პეტერბურგის გამოკლებით".

გოჩიაშვილი „გრემის" მფლობელი მუსიკოსის, სტენლი კლარკის ბენდში უკრავს. ბენდმა ახლახან გამოსცა ალბომი. ახლა კი ტურნე აქვთ დაგეგმილი. კონცერტები მთელ მსოფლიოში გაიმართება, მათ შორის რუსეთშიც, მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში, თუმცა ქართველი პიანისტი რუსეთში გამგზავრებას არ აპირებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×