(რეზონანსი) 25 წლის გორელმა გოგომ ბიჭი მესამედ მოიტაცა. მეზობლების განცდებით, მას ბიჭი დიდი ხანია უყვარს და არაერთხელ ჰგონია მისი მოტაცების მცდელობა.
არსებული ინფორმაციით, ბიჭი სამსახურიდან სახლში ბრუნდებოდა, რა დროსაც გოგონამ დაქალებთან ერთად ბიჭს თავზე ნაჭერი ჩამოაფარა, ხელები გაუკოჭა და მეგობრის სახლში მიიყვანა.
"itar.ge"- ს ინფორმაციით, ბიჭმა რამდენჯერმე სცადა გაქცევა, მაგრამ გოგონამ დაიჭირა და რომ აღარ გაქცეულიყო ტანსაცმელი გახადა და ისევ ოთახში ჩაკეტა.
ბიჭის ოჯახის განცხადებით, გოგო რამდენიმე წელია მათ შვილს თავს არ ანებებს და ეს არ არის პირველი შემთხვევა როდესაც მისი მოტაცება სურდა. წინაზე ძლივს დაიხსნეს შვილი, ახლა კი ისიც კი არ იციან სად არიან და თხოვენ გოგონას დაუბრუნონ თავიანთი შვილი.
"ჩივილს არ ვაპირებთ, მაგრამ მესამედ მოტაცება უკვე მეტისმეტია" - განაცხადა ბიჭის დედამ.
"itar.ge"