რეზონანსი
30.03.2019

 (რეზონანსი) „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ზუგდიდს ესტუმრა და ივერიის ღვთისმშობლის ტაძრის მშენებლობა დაათვალიერა.

ამჟამად ტაძარში ქვის მოპირკეთების სამუშაოები მიმდინარეობს. საკათედრო ტაძარში გადახურვის და მოხატვის სამუშაოებია ჩასატარებელი, ასევე ასაშენებელია სამრეკლო, მოსაწესრიგებელია ტაძრის ეზო.

„ქართული ოცნების" პრესსამსახურის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილმა ადგილობრივებს ტაძრის სამშენებლო სამუშაოების დასრულებაში დახმარება აღუთქვა.

„მე მგონია, რომ ეს არის ნიმუში. ჩვენს ეკლესიას ისტორია აქვს და ეს ეკლესია ულამაზესია. ამაში მონაწილეობას აუცილებლად მივიღებ. ერთი მილიონი ვთქვი, მაგრამ არ შევჩერდები, ამაში მონაწილეობას სიამაყითაც მივიღებ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მშენებარე საკათედრო ტაძარში ღვთისმსახურება 2011 წლიდან მიმდინარეობს. ტაძარს 15 ივლისს ათასობით პილიგრიმი საქართველოდან და უცხოეთიდან სტუმრობს. ამ დღეს (ვლაქერნობას), მომლოცველებს საშუალება აქვთ ღვთისმშობლის ხელთუქმნელი კვართი მოილოცონ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ბიძინა ივანიშვილი, ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიბულაში იმყოფებოდა. მისი გადაწყვეტილებით, სახლში, სადაც ზვიად გამსახურდია ტრაგიკულად დაიღუპა, ფონდი „ქართუ" მუზეუმს გახსნის.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×