ნათია ფეხშველაშვილი
30.03.2019

 გოგი წულაიას განცხადებას გელათის ტაძარზე გადაფარებულ ბრეზენტთან დაკავშირებით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი, ნიკა ანთიძე სიცრუეს უწოდებს და „რეზონანსთან" საუბრისას განმარტავს, რომ გელათის რეაბილიტაციის პროექტმა საერთაშორისო დონის, საუკეთესო შეფასებები დაიმსახურა.

„ეს არის მტკნარი სიცრუე, გელათის რეაბილიტაცია არის ერთ-ერთი საუკეთესო პროექტი და როგორ გგონიათ, ცელოფნის გადაფარვის იმედად არის ტაძარი დაცული? შეიძლება ტაძარზე დამატებითი ღონისძიება იყოს გაკეთებული რესტავრაციის დასრულებამდე, მაგრამ, ის, რომ იქ წყალი ჩადიოდეს და რამე ზიანდებოდეს, ეს გამორიცხულია.

„მე არ ვყოფილვარ დიდი ხანია გელათში და ვერ გეტყვით, რომ რამე იყოს გადაფარებული, მაგრამ ეს არის საუკეთესო პროექტი, რომელზეც იუნესკოს არაერთი საუკეთესო შეფასება გვაქვს. მასგავსი ინფორმაციები ვრცელდება ხოლმე, თუმცა ეს არის სიცრუე, შეუძლიათ ჩავიდნენ და ნახონ რა სამუშაოები მიმდინარეობს, გამოიწვიონ ჩვენგან მთელი რიგი ინფორმაცია, თუ როგორი საერთაშორისო დონის შეფასებები აქვს გელათის რეაბილიტაციას და იმის მიხედვით ცილაპარაკოთ", - აცხადებს ნიკა ანთიძე.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×