რეზონანსი
30.03.2019

 (რეზონანსი) დირსის საცხოვრებელ კომპლექსში, სადაც დევნილები შეიჭრნენ, ამ წუთებში ხმაურია. იძულებით გადაადგილებული პირები ამბობენ, რომ დევნილთა სამინისტრო მათ დირსის კორპუსში ბინებით დაკმაყოფილებას დაჰპირდა, თუმცა დაპირება არ შესრულდა.

დევნილებმა საცხოვრებელი კომპლექსის ერთი კორპუსი მთლიანად დაიკავეს და სამართალდამცველებს იქ შესვლის უფლებას არ აძლევენ.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, თუმცა დევნილები ადგილზე საკუთარი ნივთებით მივიდნენ და ამბობენ, რომ კორპუსის დატოვებას არ აპირებენ.

"ჩვენ აქედან გასვლას არ ვაპირებთ. ან მკვდარს გაგვიყვანენ აქედან, ან არ გავდივართ," - აცხადებენ დევნილები.

(რუსთავი 2)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×