რეზონანსი
31.03.2019

 დღეს მამა გაბრიელმა საკუთარ "ფეისბუქზე" ხმაურიანი მიმართვა დადო, რომელიც მოგვიანებით წაშალა და ბოდიშიც მოიხადა. თუმცა, მან მოიბოდიშა ტყუილის გამო, არამედ, მედიის დიდი ინტერესის გამო. მამა გაბრიელი წერდა, რომ მან რუსთავის ეპარქია დატოვა. მიზეზად კი მღვდლების მხრიდან განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობას ასახელებდა.

რაიმე სახის ძალადობრივ დაპირისპირებას უარყოფენ ეპარქიაში, ხვალ ეპარქია საგანგებო განცხადების გავრცელებასაც აპირებს.

პრაიმტაიმს საეკლესიო გვერდ "საქართველოს იმედის" მართველი თორნიკე პეტრემღვდლისშვილი დაუკავშირდა და მამა გაბრიელის სტატუსს "ტყუილი" უწოდა:

"ის პოსტში წერს, რომ სამოცამდე მღვდელი დამესიაო, არადა რუსთავის ეპარქიას სულ 35-მდე სასულიერო პირი ჰყავს. მათგან სხდომებს მხოლოდ ტაძრის ოცამდე წინამძღვარი ესწრებიან ხოლმე.

მამა გაბრიელი ლაივ რეჟიმში ალოცებს ხალხს. საკმაოდ ბევრი მრევლი მიიზიდა, მაგრამ არა ქრისტესკენ, არამედ, თავისკენ. მათ შორის ბევრი ემიგრანტია. ეს ყველაფერი ეჭვს ბადებს: ხომ არ ხდება ეს ფულის გამო? თუ მე ვტყუოდი,  რატომ დამბლოკა?  ან თუ მართალია, რატომ წაშალა ის პოსტი, სადაც ამბობს, 60-მდე მღვდელი დამესიაო.  არავითარ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. მეუფე იოანეს ქადაგებებს რომ უსმინოთ, მიხვდებით, ვინაა ის. ბავშვის გული აქვს, პატარა რაღაცაზეც კი ვერ იკავებს ემოციებს და ტირის ხოლმე. და თქვენ გჯერათ, რომ ის უყურებდა როგორ სცემდა თურმე სამოცი მღვდელი ერთ ბერს?" - ამბობს პეტრემღვდლისშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×