რეზონანსი
31.03.2019

 (რეზონანსი) კომპანია "თბილისის მიკროავტობუსი" განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ თბილისის მასშტაბით მოძრავ მიკროავტობუსებს საგანგებო შემოწმება ჩაუტარდება, მათ შორის ქიმიური წმენდა. კომპანიაში აცხადებენ, რომ მსგავსი სახის პროცედურები მიკროავტობუსებისთვის წელიწადში ორჯერ ტარდება.

„ზამთრის სეზონის დასრულებუსთანავე კომპანიამ დაიწყო ზაფხულისთვის მზადება - დედქალაქის მასშტაბით მოძრავ "თბილისის მიკროავტობუსის" კუთვნილ ყველა ყვითელ მიკროავტობუსს ეტაპობრივად ჩაუტარდება ქიმიური წმენდა, მოხდება დაზიანებული სავარძლების შეკეთება და ჩანაცვალება, ქიმწმენდა ავტომობილებს რეგულარულად უტარდებათ ყოველ ექვს თვეში ერთხელ შემოდგომაზე და გაზაფხულზე. ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალების მოვლა-შენახვისთვის ყოველწლიურად რამდენიმე ათეული ათასი ლარი იხარჯება. მიმდინარეობს იმ ტიპის ხარვეზების აღმოფხვრა რაც უშუალოდ მგზავრთა კომფორტულ გადაადგილებას უკავშირდება. გარდა ამისა სამუშაო დღის დაწყებამდე ხდება ავტოფარეხში მიკროავტობუსის ზედაპირული დათვალიერება და ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალებას შეკეთებამდე ეკრძალება ხაზზე სამუშაოდ გასვლა." - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×