რეზონანსი
31.03.2019

 უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატმა ვლადიმირ ზელენსკიმ საარჩევნო უბანზე ვიზიტის დროს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი შეიძლება გახდეს სერიოზული კონსულტატნტი უკრაინის მომავალი პრეზიდენტისთვის. მისივე თქმით, საქართველოს მცხოვრებნი მადლიერი უნდა იყვნენ სააკაშვილის, რადგან ის ებრძოდა კორუფციას.

„სააკაშვილი იცავს დემოკრატიას საქართველოში და ძალიან კარგად აკეთებს, რადგან მან შეძლო ქვეყანაში კორუფციის დამარცხება. მე ვფიქრობ, რომ მთელი საქართველო მისი მადლიერი უნდა იყოს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მან ასევე აღნიშნა, რომ სააკაშვილმა შეიძლება მაღალი თანამდებობა მიიღოს უკრაინის ხელისუფლებაში, რადგან ის სერიოზული დიპლომატი და კონსულტანტია ნებისმიერი ადამიანისთვის, ვინც მიდის პოლიტიკაში. მისივე თქმით, ოდესის ყოფილი გუბერნატორი, რომელსაც ქვეყანა პეტრო პოროშენკომ დაატოვებინა, ამჟამადე ვროპაში იცავს უკრაინის დემოკრატიას.

„ჩვენ ჩავატარეთ გამოკითხვა და ძალიან ბევრმა ადამიანმა თქვა, რომ ბატონი სააკაშვილი მზადაა, უკრაინის ხელისუფლებაში დიდი თანამდებობა დაიკავოს. მე ვფიქრობ, რომ თუკი მას ჩამოართვეს მოქალაქეობა, უნდა დაუბრუნონ კიდეც“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, რომ დღეს უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. ექსპერტთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მეორე ტური გარდაუვალი იქნება. სოციალური კვლევების მიხედვით კი, ამომრჩეველთა ყველაზე დიდი ხმარდაჭერა სწორედ ზელენსკის აქვს.

ნინი იკაევა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×