რეზონანსი
31.03.2019

 (რეზონანსი) ზუგდიდში, ცენტრში, სერგო დადიანის ქუჩაზე სასიმამროს მიერ ახალგაზრდა მამაკაცის დაჭრის სავარაუდო მიზეზი ის ფაქტი გახდა, რომ ახალგაზრდა მამაკაცმა და ბრალდებულის ქალიშვილმა ხელი ჩუმად მოაწერეს.

სავარაუდოდ გოგოს მამა მათი დაქორწინების წინააღმდეგი იყო, რადგან იგი ჯერ პირველ კურსზე სწავლობს და მამა სწავლის დამთავრებამდე მისი დაქორწინების წინააღმდეგი იყო. ბიჭი საზღვარგარეთიდან არის დეპორტით ჩამოყვანილი და ცოლის გვარზეა გადასული. ეს ყველაფერი გაიგო მამამ და სავარაუდოდ, ეს გახდა დაჭრის მიზეზი.

როგორც ნიუპოსტს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×