რეზონანსი
01.04.2019

 "სოლიდარობის ქსელი” ემოციურ მიმართვას აქვეყნებს. ჭავჭავაძის გამზირზე მიწის ჩამოწოლის შედეგად 2 ადამიანი. პოსტში აღნიშნულია, რომ, რომ სამძებრო სამუშაოების დასრულებას დაკარგული მუშის მეუღლე და 17 წლის შვილი ელოდებოდნენ.

"ჩვენ ვდგავართ უბედური შემთხვევის ადგილზე, ველოდებით რომ იპოვონ ე.ვ. გარეთ დგანან მეუღლე და 17 წლის შვილი და რამოდენიმე მუშა, უკვე 6 საათი გავიდა. ე.ვ-ს  შვილი 16 წლიდან მუშაობს სამშენებლოზე, არც ხელშეკრულება აქვს, არც უკითხავთ კომპანიას რამდენი წლის არის და ორი კვირა მამა და შვილი მუშაობდნენ გადაბმულად, მხოლოდ ერთი დღე დაისვენეს, ორი დღის წინ, რომ აეღნიშნათ ე.ვ-ს 40 წლის დაბადების დღე", – წერია მიმართვაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×