რეზონანსი
01.04.2019

 უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში შოუმენი ვლადიმერ ზელენსკი ლიდერობს, თუმცა გამარჯვებულის გამოსავლენად მეორე ტური გაიმართება. ამ შედეგების გათვალისწინებით მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნებას პირველ აპრილს აღარ გეგმავს. ტელეკომპანია „მაქსი ტივის“ ეთერში საუბრისას, მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში უკრაინის მოქმედი პრეზიდენტის გადასვლის გამო, უკრაინაში მისი შეშვების აკრძალვის საკითხი კვლავ აქტუალურია.

"მოხარული ვიქნებოდი, რომ მეორე ტურში, პოროშენკოს ნაცვლად, ტიმოშენკო გასულიყო. მაშინ მე თვითმფრინავში ჩავჯდები და ჩამოვალ. თუ პოროშენკო დარჩება, მისი ბრძანება შესრულდება", - თქვა ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა. მას იმედი ჰქონდა რომ მეორე ტურში პეტრო პოროშენკო ვერ გადავიდოდა და უკრაინაში პირველ აპრილს დაბრუნდებოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×