რეზონანსი
01.04.2019

 (რეზონანსი) თბი­ლის­ში ნა­ნატ­რი თოვ­ლი ძა­ლი­ან დაგ­ვი­ა­ნე­ბით, 1-ელ აპ­რილს მო­ვი­და. დე­და­ქა­ლა­ქის შე­მო­გა­რენ­ში ნა­ლე­ქი რამ­დე­ნი­მე სან­ტი­მეტრზე და­ი­დო კი­დეც. ამის ამ­სახ­ველ ფო­ტო­ებს თბი­ლი­სის მე­რია ავ­რცე­ლებს და იუ­წყე­ბა, რომ გაწ­მენ­დი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს.

"თბი­ლი­სის შე­მო­ერ­თე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე გზის გაწ­მენ­დის სა­მუ­შა­ო­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს. „თბილ­სერ­ვის ჯგუ­ფი" თბი­ლი­სის შე­მო­ერ­თე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე გზის გაწ­მენ­დის სა­მუ­შა­ო­ებს ახორ­ცი­ე­ლებს. ამ ეტაპ­ზე კო­ჯორ­ში, ბე­თა­ნი­ა­ში, წყნეთ­სა და კი­კეთ­ში ავ­ტოტ­რან­პორ­ტით გა­და­ად­გი­ლე­ბა შე­უ­ფერ­ხებ­ლად არის შე­საძ­ლე­ბე­ლი.ად­გილ­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია სპე­ცი­ა­ლუ­რი ტექ­ნი­კა, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში გზის გაწ­მენ­დი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი გა­ნახ­ლდე­ბა. პრობ­ლე­ბის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში გთხოვთ დარ­ე­კოთ "თბილ­სერ­ვის ჯგუ­ფის" ცხელ ხაზ­ზე - 2619050 ან თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რი­ის ცხელ ხაზ­ზე - 2722222" - ნათ­ქვა­მია მე­რი­ის გან­ცხა­დე­ბა­ში.

გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, 5 აპ­რი­ლამ­დე სა­ქარ­თვე­ლო­ში დრო­გა­მოშ­ვე­ბით ნა­ლე­ქი­ა­ნი ამინ­დი იქ­ნე­ბა. თბი­ლის­ში 1 აპ­რილს, დღის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში ღრუბ­ლი­ა­ნი და ნა­ლე­ქი­ა­ნი ამინ­დია მო­სა­ლოდ­ნე­ლი. დღის ბო­ლოს იქ­რო­ლებს ჩრდი­ლო-და­სავ­ლე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბის ქარი. ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა +7, +9 გრა­დუ­სის ფარ­გლებ­ში და­ფიქ­სირ­დე­ბა.2-3 აპ­რილს უმე­ტე­სად უნა­ლე­ქო ამინ­დია მო­სა­ლოდ­ნე­ლი, 2 აპ­რილს იქ­რო­ლებს ჩრდი­ლო-და­სავ­ლე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბის ძლი­ე­რი ქარი. ტემ­პე­რა­ტუ­რა 2-4 აპ­რილს +14, +16 გრა­დუ­სამ­დე მო­ი­მა­ტებს.

 

"ambebi.ge"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×