(რეზონანსი) თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი „ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ხიბულაში ჩასვლას ეხმაურება. მისი თქმით, ივანიშვილმა ხიბულას ტალახში ხუთიათასიანი ფეხსაცმლით იარა.
„გაჭირვება მაჩვენე და ხიბულას ტალახში ამოსვრილ Zilli-ს ხუთიათასიან ფეხსაცმელს გაჩვენებო. პ.ს. გეგონება შარშანწინ მე ვიჭრიდი ვენებს, რომ თბილისის საკრებულოს გამსახურდიას სახელი აეროპორტისათვის არ მიენიჭებინა", - წერს ოქრუაშვილი.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი სოფელ ხიბულაში იმყოფებოდა. ყოფილმა პრემიერმა საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ადგილი მოინახულა. ივანიშვილი სოფლის მოსახლეობასაც შეხვდა და მათ გაზიფიცირების, წყალმომარაგებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე