რეზონანსი
01.04.2019

 (რეზონანსი) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ „პალიტრანიუსის" გადაცემაში „საღამოს ნიუსრუმი" ჭავჭავაძის #5-ის ტერიტორიაზე, სადაც გუშინ ორი მუშა დაიღუპა, ინსპექტირების დეტალებზე ისაუბრა.

„მიმდინარეობს მოკვლევა, როცა დასრულებული იქნება პროცესი, გვექნება შესაძლებლობა, რომ მეტი ვთქვათ ტექნიკურ ხარვეზებთან დაკავშირებით. ახლაც ინსპექტირების პროცესი მიმდინარეობს, თუმცა გუშინ უშუალოდ მე ვიყავი პროცესში ჩართული და ერთი შეხედვით, ფიქსირდებოდა დარღვევები ტერიტორიაზე, იყო კუსტარული მანქანა-დანადგარები, ასევე, სხვადასხვა ადგილას იყო ღიობები, რომლებიც შესაბამისი წესით არ იყო დაცული. თუმცა, ვსაუბრობ პირველადი მონაცემებით, ხოლო დანარჩენზე საუბარი ინსპექტირების შემდეგ იქნება შესაძლებელი", - განაცხადა ფერაძემ.

(პალიტრანიუსი)

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×