რეზონანსი
02.04.2019

 (რეზონანსი) თუ სიტყვას "ლიბერალურს" ამოვიღებთ კანონიდან, ჩვენ გადავუხვევთ ილიას გზას - ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გუგული მაღაძე, დეპუტატების - ნუკრი ქანთარიასა და გენადი მარგველაშვილის ინიციატივას.

მაღრაძის თქმით, მსოფლიო აღიარებს ლიბერალურ დემოკრატიას და "ჩვენ ნუ ვცდილობთ ახალი ველოსიპედის შექმნას".

მისივე თქმით, მხოლოდ სიტყვა დემოკრატიის დატოვება არასწორია.

"თუ ჩვენ ლიბერალური დემოკრატიის გზით არ ვივლით, მაშინ ავცდებით ილია ჭავჭავაძის გზას, რომელიც ქართული სახელმწიფოს არსებობის გარანტიაა", - აცხადებს მაღრაძე.

„ქართული ოცნების" წევრის თქმით, მისი კოლეგები თუ ტერმინ ლიბერალურ დემოკრატიას კანონიდან ამოიღებენ, შეეწინააღმდეგებიან ქვეყნის ისტორიულ არჩევანს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობის სურვილის შესახებ.

გუშინ, პარლამენტის განათლების კომიტეტმა „ზოგადი განათლების შესახებ" კანონიდან სიტყვა „ლიბერალურის" ამოღებას მხარი დაუჭირა. პროექტს მხარი 6-მა დეპუტატმა დაუჭირა, ორმა კი წინააღმდეგ წავიდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×