რეზონანსი
02.04.2019

 (რეზონანსი) ქობულეთში, ხუცუბნის ცენტრალურ გზაზე, ავტობანის გადასახვევთან ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაშავდა.

სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მოქალაქეები ქობულეთის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა.

პირველადი ინფორმაციით, მათ სამედიცინო გამოკვლევები უტარდებათ. ჯერჯერობით უცნობია რა სახის დაზიანებები მიიღეს მოქალაქეებმა.

ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.

ფოტოები: აჭარის ტელევიზია

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×