(რეზონანსი) "კობახიძე ბოღმისგან დაბრმავებულია" - ამის შესახებ ლევან გოგიჩაიშვილმა გააკეთა. მმართველი გუნდის ყოფილი დეპუტატი ეკა ბესელიასა და ზვიად კვაჭანტირაძეს ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციიდან გარიცხვის საკითხის დაყენებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, პარლამენტის თავმჯდომარე უხერხულ მდგომარეობაში აგდებს კოლეგებს.
„დაბრმავებული არის პირადი ანგარიშსწორებით კობახიძე. ბოღმა თუ რაც გინდა, ის დაარქვით, აწვება და უხერხულ მდგომარეობაში აგდებს უკვე კომიტეტის თავმჯდომარეებს. საპროცედურო კომიტეტი ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა და ორჯერ უფრო მძიმე მდგომარეობაში არის ახლა საგარეო საქმეთა კომიტეტი. საერთოდ ლოგიკა არ არსებობს გადაწყვეტილებაში.
თუ ადამიანს ერთი წელი ვერაფერს უშვები, ფურცლიდან ამ ადამიანის ამოღება რა ლოგიკაში ჯდება, ხომ ხვდებით?! პირდაპირი მნიშვნელობით ანგრევს კობახიძე საქართველოს პარლამენტარიზმსა და პარლამენტს. თვითონ ხომ ამ სიტუაციაშია და ცდილობს, გუნდის წევრებიც გასვაროს. ყველა ხვდება, რომ თავის ტკივილია ეს ადამიანები. ირაკლი კობახიძე დღეს ქართული ოცნებისთვის არის თავის ტკივილი. მავნე ბავშვები რომ არიან, მავნებლურად რომ იქცევიან, ამ პოზიციაშია ირაკლი კობახიძე," - ამბობს ლევან გოგიჩაიშვილი.