რეზონანსი
03.04.2019

 (რეზონანსი) მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში მაღალი თანამდებობის დაკავებას არ აპირებს - ამის შესახებ საქართველოს ექს-პრეზიდენტმა გადაცემის "კვირის აქცენტები" სპეციალურ გამოშვებაში განაცხადა. მისი თქმით, რომ ის არ აპირებს პრემიერის თანამდებობის დაკავებას.

„მე ჩამოვალ ჩემს ვენახში, დავწურავ პირველ მოსავალს, მერე შეიძლება, ყვარლის მერი გავხდე, შეიძლება, ლაზიკაში ჩავიდე და ლაზიკის მერი გავხდე და შეიძლება, არაფერი არ ვიყო და კონსულტანტი ვიყო პერსპექტიული, ახალგაზრდა საქართველოს მთავრობის, მუდმივად "ფეისბუქზე" ვიჯდე და ხალხს ვარწმუნებდე, რომ ამის გაკეთება კარგია და ხანდახან ხმას აძლევდნენ ჩემს ინიციატივებს," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ის ასევე აპირებს, უკრაინაში სერიოზული როლი ითამაშოს და, თუ საჭირო გახდება, თანამდებობაც დაიკავოს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×