რეზონანსი
03.04.2019

 (რეზონანსი) მარჯვენასაჭიანი ჰიბრიდების და ელექტრომობილების განბაჟება სავარაუდოდ გაძვირდება.

შესაბამის კანონპროექტს პარლამენტში განიხილავენ. დეპუტატების ჯგუფის მიერ ინიცირებული პროექტი ამ დროისთვის პირველი მოსმენის ეტაპზეა. ინიციატივა ჰიბრიდული და ელექტრო ავტომობილების აქციზზე ამ დროისთვის არსებული შეღავათის შემცირებას გულისხმობს. ეს მხოლოდ მარჯვენასაჭიან და საჭეგადატანილ კატეგორიებს შეეხება.

დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ჰიბრიდების განბაჟებისას (საჭის მდებარეობის მიუხედავად) მომხმარებელს 60%-იანი შეღავათი აქვს, ხოლო სრულად ელექტროძრავიანი ავტომობილების შეძენისას (საჭის მდებარეობის მიუხედავად) აქციზის გადასახადისგან მთლიანად არის გათავისუფლებული.

ახალი პროექტის დამტკიცების შემთხვევაში, ფასდაკლება მხოლოდ 20% იქნება. მარცხენასაჭიანი კატეგორიისთვის კვლავ არსებული ნორმები იმოქმედებს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×