რეზონანსი
03.04.2019

 (რეზონანსი) უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა, ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, რუსეთთან რეგულარული ავიამიმოსვლა აკრძალა- ამის შესახებ უნფორმაციას სააგენტო „უნიან" ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით აკრძალვა ყველა ჩარტერული რეისის შეჩერებას ითვალისწინებს უკრაინა-რუსეთს შორის და გამონაკლისები იქნება ის რეისები, რომლებიც საერთაშორისო მისიების მუშაობას უზრუნველყოფენ, მათ შორის გაეროს, ეუთოსა და წითელი ჯვრის.

სააგენტო აზუსტებს, რომ ასეთი გადაწყვეტილება უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა მას შემდეგ მიიღო, რაც მოსკოვში ვიზიტი პრეზიდენტობის ორმა კანდიდატმა იური ბოიკომ და პარტია „ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისთვის" თავმჯდომარემ ვიკტორ მედვედჩუკმა განახორციელეს.

„მან (მედვედჩუკმა - რედ.) ჩვენს კანონმდებლობაში არსებული ხვრელით ისარგებლა, თანხმობა რუსეთის სპეცსამსახურებისგან მიიღო და კიევი-მოსკოვის პირდაპირი რეისით მოხვდა აგრესორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან მოლაპარაკებაზე", - განმარტავს უკრაინის შს მინისტრი არსენ ავაკოვი.

ობიკო და მედვედჩუკი მოსკოვში რუსეთის პრემიერ-მინისტრ დმიტრი მედვედევთან შეხვედრაზე 22 მარტს ჩაფრინდნენ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×