რეზონანსი
03.04.2019

 ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოს" მიერ ჩატარებულ კვლევების მიხედვით, გამოკითხულთა 55 % მიიჩნევს, რომ არ არსებობს პოლიტიკური პარტია, რომელიც მათ პრობლემებს მოაგვარებს, ხოლო გამოკითხულთა 60 % ფიქრობს, რომ სახელმწიფო მოხელეების ინტერესი, პირველ რიგში პირადი გამდიდრება და პირადი კეთილდღეობაა.

"ბოლო ხანებში ხშირია გულაცრუება პოლიტიკური პარტიების მიმართ და ამ მიზეზით საერთოდ არ მოდიან არჩევნებზე, მაგალითად: პრეზიდენტის არჩევნებზე 50% სახლში დარჩა, ამ პირობებში რაშიც ეხლა ვართ, კიდევ უფრო გაიზრდება ნიჰილიზმი" - ამბობს "რეზონანსთან" პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს საკითხის შეფასებისას.

"რეზონანსი": როგორ ფიქრობთ, რატომ არის ასეთი დიდი უნდობლობა პოლიტიკური პარტიების მიმართ?

რამაზ საყვარელიძე: ბოლო ხანებში ხშირია გულაცრუება პოლიტიკური პარტიების მიმართ და ამ მიზეზით საერთოდ არ მოდიან არჩევნებზე, მაგალითად: პრეზიდენტის არჩევნებზე 50% სახლში დარჩა, ამ პირობებში რაშიც ეხლა ვართ, კიდევ უფრო გაიზრდება ნიჰილიზმი და რაც მთავარია, ოპოზიციას მიაჩნია, რომ თუკი ხელისუფლებას უშვერი სიტყვებით აგინებს, ამით მოიგებს და ხელისუფლებას მიაჩნია, რომ თუ ოპოზიციას აგინებს უშვერი სიტყვებით ამით მოიგებს.

ამ დროს მოსახლეობას, როგორც ჩანს უშვერი სიტყვები არ აკმაყოფილებს და მას უნდა დამაჯერებელი და საქმიანი პოლიტიკოსების დანახვა, მაგრამ ასეთებს ვერ ხედავს".

"რეზონანსი": ვის ეხება ხალხის შენიშვნა, რომ სახელმწიფო მოხელეების ინტერესი პირადი კეთილდღეობაზე ზრუნვაა?

რამაზ საყვარელიძე: ეგ შენიშვნა ხელისუფლებას ეკუთვნის, ვინც ხელისუფლებაშია, ის არის თავის თავზე მოფიქრალი და ამდენად ხელისუფლებას ეხება ეგ შენიშვნა რა თქმა უნდა.

"რეზონანსი": არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ საზოგადოებაში კორუფციის აღქმის მაღალი მაჩვენებელია და ამის ადრესატი ხელისუფლებაა. რამდენად დამაჯერებელია ხალხისთვის მათი განცხადება?

რამაზ საყვარელიძე: არასამთავრობოები ამას ნიშნის მოგებით თუ ამბობენ, ამას მემგონი არ იქნება მართალი, იმიტომ, რომ ერთი გამოკვლევა მაინც რომ ჩავატაროთ არასამთავრობოებზე რას ფიქრობენ ადამიანები, ნამდვილად არ იქნება სახარბიელო მათთვის.

ასე რომ, ეს მდგომარეობა, რომ ყველა თავის თავზე ფიქრობს, უფრო ზოგადი მდგომარეობაა. იგივე ეხება ოპოზიციას, იგივე ეხება არასამთავრობოებს, ამიტომ გამარტივება სურათისა,ლ არის ხელისუფლებისკენ ხელის გაშვერა.

თამთა ჩაჩანიძე

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×