რეზონანსი
03.04.2019

 (რეზონანსი) ევროპარლამენტარების საგანგებო მიმართვას, რომელშიც ისინი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს სთხოვენ მოახდინოს გავლენა საქართველოს ხელისუფლებაზე, რომ მან ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრთან დიალოგი დაიწყოს, „ლეიბორისტული პარტიის" ერთ ერთი ლიდერი გიორგი გუგავა ეხმაურება.

გუგავას თქმით, პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ივანიშვილის ხელისუფლების დასასრულს ნიშნავს და სწორედ ამ მოტივით ცდილობს ხელისუფლება დრო მოიგოს. გიორგი გუგავას თქმით, სრულიად შესაძლებელია, რომ 2020 წელს არჩევნები მაჟორიტარული სისტემით აღარ ჩატარდეს.

„აბსოლუტურად შესაძლებელია საკონსტიტუციო ცვლილებების გატარება გამომდინარე იქიდან რომ ამას მხარს დაუჭირეს საპარლამენტო ოპოზიციაც და არსებობს სამი მეოთხედი ხმებისა, რომლითაც შესაძლებელია კონსტიტუციაში ცვლილებები შევიდეს და 2020 წელს არჩევნები ჩატარდეს პროპორციული წესით. რაც ბუნებრივია მას ძალაუფლებას დააკარგვინებს და ამ საფრთხის გამო თავს იკატუნებენ. მაგრამ როგორც სახალხო გამოთქმაა, "დედოფალს არ ასცდებაო პირველ ღამეს," დაახლოებით ივანიშვილის ისე არ ასცდება ხელისუფლებიდან გაქცევა,"-განაცხადა გიორგი გუგავამ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×