რეზონანსი
03.04.2019

 (რეზონანსი) რამ შეიწირა არჩილ ხაბაძის თანამდებობა აჭარაში? - "ტვ პირველი" ახალ სკანდალურ ფარულ ჩანაწერს ავრცელებს, რომლის ერთ ერთი ფიგურანტი, სავარაუდოდ სწორედ ხაბაძეა.

აუდიოჩანაწერში ხაბაძე მეორე პირს, "ოცნების" მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნების ბიზნესინტერესებზე ესაუბრება.

რაც შეეხება აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობიდან წასვლას, ჩანაწერის მიხედვით ირკვევა, რომ ხაბაძეს ბიძინა ივანიშვილმა რეიტინგი დაუწუნა.

აუდიოჩანაწერში ხაბაძე ეჭვს გამოთქვამს, რომ ყველაფრის უკან მისი შემცვლელი, ზურაბ პატარაძე იდგა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×