რეზონანსი
03.04.2019

 (რეზონანსი) სამტრედიის მუნიციპალიტეტში, გომის ადმინისტრაციულ ერთეულში ავტოავარიის შედეგად ავტომობილი დაიწვა.

"მერსედესის" მარკის ავტომობილი სოფელ მთისძირის მიმართულებით მოძრაობდა და ელექტრო სადენების ბოძს შეეჯახა.ავტოავარიის შედეგად სოფელში ელექტროენერგია და ბუნებრივი აირის მიწოდება შეჩერდა.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა მუნიციპალიტეტის მერი ვალერი ფოცხვერია. "საბედნიეროდ ავარიას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ადგილზე მუშაობს ყველა შესაბამისი სამსახური. დღესვე, სოფელს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება."- განაცხადა ფოცხვერიამ. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

 

"პრაიმტაიმი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×