რეზონანსი
03.04.2019

 (რეზონანსი) ჩაქვში, ბათუმი-ქობულეთის მაგისტრალზე, დაახლოებით ნახევარი საათის წინ მიკროავტობუსი დაიწვა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ქობულეთის მერიის პრესცენტირის ინფორმაციით, მიკროავტობუსი თურქეთის მოქალაქეს ეკუთვნოდა. შემთხვევის დროს ტრანსპორტში მძღოლის გარდა, არავინ იყო.

შინაგან საქმეთა სამინსიტროს ინფორმაციით, ცეცხლი მიმავალ მიკროავტობუსს გაუჩნდა. დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის შესაბამისად, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×