რეზონანსი
04.04.2019

 თბილისში, მტკვარში სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. ბოლობ ინფორმაციით, მდინარეში მამაკაცი გადახტა, სწორედ აღნიშნული შინაარსის ზარი შევიდა 112-ში.

ამ დროისთვის მეტეხის მიმდებარე ტერიტორიაზე სამაშველო ეკიპაჟებია მობილიზებული და მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიება.

უწყებაში აცხადებენ, რომ შეტყობინება მტკვარში მოქალაქის გადახტომის შესახებ რამდენიმე წუთის წინ შევიდა.

"სამძებრო სამუშაოებს ვაწარმოებთ მას შემდეგ, რაც შემოვიდა შეტყობინება, თუმცა ვერ დავადასტურებ, რომ ხიდიდან ნამდვილად გადახტა ვინმე, ვინაიდან მსგავსი სახის ცრუ შეტყობინებების უწყებაში შემოსვლის არაერთი ფაქტი დაფიქსირებულა. ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები როგორც მეტეხის ხიდის მიმდებარე პერიმეტრზე, ისე წყლის სიღრმეში", – აცხადებენ უწყებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×