რეზონანსი
04.04.2019

 გამომძიებლები ცდილობენ დაადგინონ, რისთვის გაუსწორდნენ ყოფილ პატიმარს. არ არის გამორიცხული, რომ ყველაფერი მის კრიმინალურ წარსულს უკავშირდება. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერევანში ამნისტიით გათავისუფლებული ყოფილი პატიმარი ცემით მოკლეს.

33 წლის მამაკაცს თავს 30 მარტს დაესხნენ, ის სამედიცინო დაწესებულებაში მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს. ოთხშაბათს გახდა ცნობილი, რომ ექიმების ძალისხმევის მიუხედავად, მამაკაცი გარდაიცვალა.

პოლიციის პრესსამსახურში "სპუტნიკ-სომხეთს" გამუცხადეს, რომ მამაკაცის ცემის ფაქტზე ეჭვმიტანილია სომხეთის ორი მოქალაქე. მიმდინარეობს გამოძიება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×