(რეზონანსი) მოჭიდავე ნინო ოძელაშვილი სამბოში პირველი ქართველი მსოფლიო ჩემპიონი ქალი გახდა. ამ შედეგისთვის რომ მიეღწია, თავდაუზოგავი შრომა დასჭირდა.
"მშობლები სპორტსმენები მყავს. მამა ყოველთვის გვავარჯიშებდა. მე და ჩემს დებს გადაგვხოტრიდა თმას და ძიუდოში, ბიჭების შეჯიბრებებში გამოვყავდით. სხვათა შორის,ბიჭებშიც ბევრჯერ მაქვს მოგებული და ბევრი ძირს მყავს დახეთქებული.
ძიუდოში გარკვეული წარმატებები მქონდა, მაგრამ დაბრკოლებებიც იყო, ბიჭები სერიოზულად არ აღმიქვამდნენ და ამბობდნენ, გოგოს აქ რა უნდაო. სიმართლე გითხრათ, თავიდან მეც არ მინდოდა, ვტიროდი. ვოცნებობდი ჩოგბურთზე, შარაპოვა მომწონდა, თუმცა ჩოგბურთი ძვირი სიამოვნება იყო და ჩემი ოჯახი ამას ვერ შეძლებდა, რადგან ძალიან გვიჭირდა.
20 წლამდე ძიუდოში ვიარე. იყო გარკვეული წარმატებები, მაგრამ იქ, სადაც ვხვდები, რომ პირველი ნომერი ვერ ვიქნები, დისკომფორტს ვგრძნობ. ამიტომ ძიუდოს გავეცალე, სამბოში წამოვედი. 2010 წელს მსოფლიო ჩემპიონატი მოვიგე ახალგაზრდებში და მიხვდი, რომ სამბო ჩემი სპორტია", - განაცხადა ნინო ოძელაშვილმა.
წყარო:სარკე