რეზონანსი
04.04.2019

 (რეზონანსი) ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილი საპენსიო ანგარიშზე საკუთარი შემოსავლის ორი პროცენტის გადარიცხვას არ აპირებს, ამის შესახებ მან "ფეისბუქის" პირად გვერდზე დაწერა.

"მე მილიონ საბუთს კი არ შევავსებ და სადღაც რიგებში კი არ ჩავდგები რომ ფული არ წამართვან ამ ბანძებმა, უბრალოდ შევწყვეტ გადარიცხვას საპენსიო ფონდში. (ახლა გავიგე რომ მილიონი დაბრკოლება უნდა გაიარო, რომ საკუთარი ფული ვიღაც შტერებმა არ წაგართვან)

რას იზამენ? არ გადავრიცხავ და "ვსიო". დამიჭირონ.

და საერთოდ - რომ შევთანხმდეთ და არავინ გადავრიცხოთ, კარგი აქცია გამოვა ამ იდიოტების წინააღმდეგ!

ყველას დაგვიჭერენ?

P.S. სრული სერიოზულობით ვამბობ - არაფერს გადავრიცხავ, პოლიტიკური აქციაა. მდიეთ!", - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×