რეზონანსი
04.04.2019

 (რეზონანსი) „ბათუმელების" ფეისბუქგვერდზე მოგვმართა „ლეოგრანდში" ხანძრის შედეგად ერთ-ერთი დაღუპულის დედამ. ის გვწერს: „ვარ ბექა შატაკიშვილის დედა, რომელიც დაიღუპა წინა წლის 24 ნოემბერს, ლეოგრანდში მომხდარი ხანძრის დროს. დედას, რომელსაც ერთი შვილი მყავდა და ისიც დამეღუპა, ვეძებდი ტელეფონს მთელი წელიწადი და თვეები, მხოლოდ იმიტომ, რომ მისი ფოტოები და ვიდეოები მინდოდა. აღმოჩნდა, რომ ეს ტელეფონი მაშველს ხანძრის დროს მოუპარია, სიმბარათის გარეშე ქონია სარგებლობაში და როგორც კი სიმბარათი გააქტიურა, ეგრევე ფაქტზე დაასწრო პოლიციამ".

ბექა შატაკიშვილის დედა აცხადებს, რომ ტელეფონში, რომელიც პოლიციამ იპოვა, მისი შვილის ფოტოები წაშლილი იყო. „მისი ცოლ-შვილის ფოტოები იყო. ცოლს აჩუქა ტელეფონი".

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრესცენტრის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ქალბატონმა მათ გვერდზე დაწერა ეს ინფორმაცია, მაშველი, ვის შესახებაც საუბრობს ქალი, სამსახურიდან დაითხოვეს.

 

 

"http://batumelebi.netgazeti.ge"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×