თამარ შუკვანი
04.04.2019

 „ასეთი შეხვედრები, რა თქმა უნდა, აუცილებელია, თუმცა ეს დღევანდელი უმრავლესობის და ოპოზიციის მუდმივად ერთი და იგივე მისწრაფების რეალიზაციაა. ორივე მხარე ნაკლებ ყურადღებას აქცევს იმ საკითხებს, რომელზეც მინისტრი მიდის. მხოლოდ ერთმანეთს ერჩიან," - ასე აფასებს ანალიტიკოსი სოსო ცისკარიშვილი „რეზონანსთან" საუბრისას თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას 4 აპრილის გამოსვლას პარლამენტში, რომელიც დეპუტატების კითხვებს თითქმის ცარიელ დარბაზში პასუხობდა.

ცისკარიშვილის განცხადებით, ასეთ ფორმატში მინისტრების მოსმენა პარლამენტში მომაბეზრებელი გახდა, რადგან დეპუტატები მხოლოდ ერთმანეთის ლანძღვით არიან დაკავებული. იმდენი მინისტრის მისვლა გადაება ერთმანეთს, რომ უკვე მომაბეზრებელი გახდა თავად ასეთი სტატუსი. როდესაც თავად პარლამენტის თავმჯდომარეც კი ვერ ახერხებს ასეთ შეხვედრაზე მისვლას.

„მოვისმინე რამდენიმე შეკითხვა, რომელიც ნამდვილად საინტერესო და საიქმიანი იყო, თუმცა ასეთ პირობებში, მმართველი პარტია, რა თქმა უნდა, უკუღმა იგებს ყველაფერს, რასაც ისმენს ისევე, როგორც ოპოზიცია. უნდა დასრულდეს ასეთი მრავალწახნაგიანი შეხვედრები. თუ კომიტეტში თემა მეტ-ნაკლებად მორგებული არ არის, უნდა დავიცადოთ. როდესაც კარგად გვექნება წარმოდგენილი უმცირესობისა და უმრავლესობის კითხვები, მაშინ დაიწყოს მოსმენა.

„ჯერ კიდევ ძალაშია პრიმიტიული არითმეტიკა ჩვენი პოლიტიკური სივრცისა. ვერ მოახერხა წასულმა და დღევანდელმა ხელისუფლებამ რაიმე საერთო თემის საზოგადოებისთვის შეთავაზება ისე, რომ ერთმანეთი არ ლანძღონ. პრიმიტიულ პოლიტიკურ არიმეტიკაში ვგულისხმობ „ნაციონალურ მოძრაობას" გამოვაკლოთ ცოცხები, რომელიც „ქართულ ოცნებას" უდრის," - განაცხადა სოსო ცისკარიშვილმა.

ცნობისათვის, თავდაცვის მინისტრს ლევან იზორიას საკანონდმებლო ორგანოში მინისტრის საათის ფარგლებში იმყოფებოდა, რომელსაც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების კითხვები უწყებაში არსებულ ვითარებას, შესაძლო კორუფციულ გარიგებებსა და ჯარში არსებულ პრობლემებს ეხებოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×