აღდგომის დღესასწაულისთვის თქვენს სუფრაზე რომ ლამაზი ჯეჯილი ბიბინებდეს, თადარიგი წინასწარ უნდა დაიჭიროთ. ბევრმა დიასახლისმა ჯეჯილის გახარება კარგად იცის, მაგრამ ყოველთვის მოიძებნებიან ახალბედები, რომლებსაც ამის გამოცდილება ჯერ არ აქვთ. "რეიტინგი" ცნობილ ქართველ ფლორისტს, "გარდენია შევარდნაძის" შემქნელს ზურაბ შევარდნაძეს ესაუბრა. სწორედ ის საუბრობს თუ როგორ გავახაროთ ჯეჯილი სააღდგომოდ.
"მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ტემპერატურა, საიდან შემოდის მზე, ნიავდება თუ არა ოთახი და ა.შ. უნდა შეხედო რა პირობებია და ამის მიხედვით დათესო. მცენარეები მგრძნობიარეები არიან, თუ არ აქვს საჭირო პირობები, ბავშვივით ვერ იტირებს, უბრალოდ არ ხარობს.
მე არ მომწონს პატარა თეფშებზე დათესილი ჯეჯილი. დიდ სინებზე ვთესავ. სააღდგომო გამოფენას ვგეგმავთ "გარდენიაში", ამიტომ გუშინ მოვიტანე ხორბალი, ძველი ლეიბი დავშალე და ორ დღეში დავთესავ ჯეჯილს სპილენძის სინებზე. ძალიან ლამაზია, მაგიდებზე ჯეჯილის დიდი "მინდვრები".
გააჩნია სად გიდევს. ცივ ოთახში რთულად ამოდის ჯეჯილი. თბილ ოთახში კი მესამე დღეს ამოდის. კარგა ხანს ძლებს, მაგრამ როცა თესლი გამოიფიტება ფერმკრთალდება", - აღნიშნა ზურა შევარდნაძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე