(რეზონანსი) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალწმინდაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულები ფოთის ჰოსპიტალში მკურნალობენ.
ჰოსპიტალის დირექტორის, თეა მიგინეიშვილის თქმით, დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია. მისივე თქმით, პაციენტები მიმღებ-დიაგნოსტიკურ განყოფილებაში იმყოფებიან და კვლევები უტარდებათ.
„112"-ის ბრიგადამ შემოიყვანა ორი პაციენტი, 37 წლის და 35 წლის მამაკაცები. მათ შორის ერთი საქართველოს მოქალაქე არ არის. ისინი იმყოფებიან მიმღებ-დიაგნოსტიკურ განყოფილებაში, აღენიშნებათ მრავლობითი ტრავმული დაზიანებები, დაჟეჟილობები. უტარდებათ ყველა საჭირო კვლევა და მკურნალობა. მიმდინარეობს მათი დინამიკაში დაკვირვება. პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია", - განაცხადა თეა მიგინეიშვილმა.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალწმინდაში ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს მოხდა, რასაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს.