რეზონანსი
05.04.2019

 (რეზონანსი) საქართველოს პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, სიკვდილით დასჯის შემოღება აფხაზებისთვის შეურაცხმყოფელია.

ირაკლი სესიაშვილი დე ფაქტო აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს გამოეხმაურა.

„საქართველოში კანონით სიკვდილით დასჯა არ არსებობს, აფხაზეთის ე.წ. პარლამენტი რას მიიღებს, არ ვიცი, თუმცა ეს შეურაცხმყოფელია აფხაზი ადამიანების მიმართ. 21-ე საუკუნეში სიკვდილით დასჯა სირცხვილია და იქ, სადაც რუსული ოკუპაციაა, ასეთი ანომალიები ხდება", - განაცხადა სესიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში დიდი რაოდენობის ნარკოტიკებით ექსპორტისა და იმპორტისთვის სიკვდილით დასჯა დაწესდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×